
აშშ-ის დედაქალაქში, ფრედერიკ დაგლასის სახელობის ხიდი, საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს საელჩომ ვაშინგტონის მერიას და მერ მარიელ ბაუზერს, რომელმაც 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა, მადლობა გადაუხადა.
ასევე საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს: ევროპის საბჭოს შენობა, ირლანდიაში, დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett -ის ხიდი, სტამბოლის ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდი, ბაქოში „ჰეიდარ ალიევის ცენტრი“.
26 მაისთან დაკავშირებით, შვეიცარიაში, ქ. ბერნის მერიის შენობაზე საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.