
საქართველოში უკრაინის საელჩო ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“გულწრფელად ვულოცავთ მეგობარ საქართველოს და მოძმე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!
საუკუნეების მანძილზე ჩვენი ხალხები თავდაუზოგავად იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის და ყოველთვის ეხმარებოდნენ ერთმანეთს.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად დავამარცხებთ ჩვენს საერთო მტერს და გავაგრძელებთ ჩვენი მომავლის აშენებას ევროპული ხალხების ერთიან ოჯახში“, – აღნიშნულია განცხადებაში.