
აშშ მკაცრად გმობს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას.
„ეს არის უპასუხისმგებლო ქცევის უახლესი მაგალითი. ჩვენ ვერ ვხედავთ საფუძველს ჩვენი სტრატეგიული ბირთვული პოზიციის შესაცვლელად ან რაიმე მინიშნებას იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა.