
საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, რომლებმა ევროკავშირის დროშებით საპროტესტო მსვლელობის პარლამენტთან დასრულება არ ინდომეს და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.
„პირი ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია კორდონი. აქცია ჩაატარონ პარლამენტის წინ, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს ღონისძიება, შესაბამისად, მოვუწოდებთ, რომ აქცია დაასრულონ პარლამენტთან ნუ გადავლენ და ნუ ჩაშლიან ღონისძიებას. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დროშას – აქციის მონაწილეები არ შევუშვით და არა დროშიანი ადამიანები“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ.
შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტები ევროკავშირის დროშებით რუსთაველის გამზირზე მსვლელობას აწყობდნენ.