
„ჩვენო აფხაზებო და ჩვენო ოსებო, ჩვენო ძმებო და დებო, არცთუ ისე შორეულ წარსულში, 1991 წლის 31 მარტს, ოსებისა და აფხაზების სრულმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო ისტორიული მოვლენა, როდესაც ჩვენი მამები და დედები შეთანხმდნენ, რომ იცხოვრებდნენ ერთიან და თავისუფალ საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
,,დღეს განსაკუთრებულად უნდა გვახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია და ყველას უნდა გვქონდეს გაზიარებული პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობა, სამართლიანობა და კეთილდღეობა.
სწორედ ეს ღირებულებები უნდა გახდეს ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ისტორიული შერიგებისა და მომავალი თანაცხოვრების ქვაკუთხედი.
ჩვენო აფხაზებო და ჩვენო ოსებო, ჩვენო ძმებო და დებო, არცთუ ისე შორეულ წარსულში, 1991 წლის 31 მარტს, ოსებისა და აფხაზების სრულმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო ისტორიული მოვლენა, როდესაც ჩვენი მამები და დედები შეთანხმდნენ, რომ იცხოვრებდნენ ერთიან და თავისუფალ საქართველოში. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წარუშლელი ისტორიაა. დარწმუნებული ვარ, რომ შორს არ არის ის დღე, როდესაც შედგება ისტორიული შერიგება საერთო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.