
A protester gestures, as supporters of South Africa's leftist opposition party, the Economic Freedom Fighters, gather in Phoenix, South Africa, Thursday, Aug. 5, 2021, during a demonstration against the killings of 36 people in Phoenix, a suburb of Durban, during the recent violent riots in KwaZulu-Natal province. More than 1,000 people marched through Phoenix to hand police a statement demanding justice for the families of those who were killed in that town during the violence. (AP Photo)
სამხრეთ აფრიკელმა მწერალმა და კინორეჟისორმა ერნსტ როეტსმა უნგრული მედიასთვის მიცემულ უნტერვიუში განაცხადა, რომ ის უბრალოდ გაკვირვებულია იმ ფაქტით, თუ რაოდენ მარტივად უყურებენ ევროპელები მასობრივ იმიგრაციას და მის აღსაკვეთად არანაირ ზომებს არ მიმართავენ. მისი პროგნოზით, ამ ყველაფერს საკმაოდ მძიმე დემოგრაფიული შედეგები მოჰყვება, მათ შორის, ის, რომ ევროპელები საკუთარ ქვეყნებში უმცირესობებად იქცევიან.
„ჩვენ სამხრეთ აფრიკიდან ვაკვირდებით ევროპას და გაოცებულები ვართ, თუ რა მარტივად და უპრობლემოდ იღებენ ევროპული ქვეყნები და მათი მოსახლეობა იმიგრანტებს, ვერ აცნობიერებენ რა იმ საშიშროებას, რომ ერთ დღესაც ისინი საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდებიან“, – განაცხადა როეტსმა უნგრულ გამოცემა Magyar Nemzet-თან საუბრსისას.
„როცა ეს მოხდება, მერე უკვე ძალიან გვიანი იქნება. სწორედ ამიტომ, მე ადრეც ვთქვი, რომ დემოგრაფიის საკითხი ეს არის უმთავრესი: მრავალფეროვანი კულტურა, მშვენიერი თეატრები, გართობა, უნივერსიტეტები… ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ თუ დემოგრაფიული თვალსაზრისით, ქვეყნის მდგომარეობა უარესდება, აზრი აღარაფერს აქვს. და ვფიქრობ, რომ დღეს ეს განსაკუთრებით ევროპელებსა და ამერიკელებს ეხებათ, რომლებიც დემოგრაფიის მნიშვნელობას ვერ ითავისებენ“.
როეტსი, რომელიც ასევე, AfriForum-ის აღმასრულებელი დირექტორია და სამხრეთ აფრიკაში ბურების უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ ის საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით საუბრობს. როგორც სამხრეთ აფრიკის ბურების საზოგადოების წევრი, ის ასევე, აკვირდება, თუ სამხრეთ აფრიკაში თანდათან როგორ მატულობს თეთრკანიანების მიმართ უხეში და სასტიკი დამოკიდებულება. მათ მიმართ გაზრდილ ძალადობასთან ერთად, ისინი პოლიტიკურ ძალაუფლებასაც კარგავენ და უმცრესობის სტატუსს იძენენ. ძალაუფლების ცვლა ხშირად მტრული დისკრიმინაციის მიზეზი ხდება ხოლმე, და ზოგიერთ შეთმხვევაში, შესაძლოა აშკარა მკვლელობაშიც კი გადაიზარდოს, მათ შორის, როეტსის ოჯახის წევრების.
ფაქტიურად, ბურების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი დანაშაული გახდა სწორედ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც როეტსს უბიძგა, რომ მისი ერთ-ერთი წიგნი, რომელიც ახლახანს უნგრულ ენაზე ითარგმნა, სამხრეთ აფრიკაში არსებული ვითარების შესახებ დაეწერა.
ბევრმა შესაძლოა ჯერ კიდევ არ იცოდეს, თუ სინამდვილეში ვინ არიან ბურები. როეტსის თქმით, ისინი ასევე, ცნობილნი არიან, როგორც აფრიკანერები, რომლებიც ძირითადად სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობენ, თუმცა, მათი ფესვები ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან მოდის.