
კრემლში რუსეთის, აჯერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებს შორის სამხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო შეთანხმების პროცესი განიხილეს. როგორ მხარეები აცხადებენ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობა არსებობს და მხარეები ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმდნენ. თუმცა, დარჩა გადაუჭრელი ტექნიკური საკითხები და მათზე სასაუბროდ ვლადიმერ პუტინი ფაშინიანს და ალიევს მომავალ კვირას ისევ შეხვდება.