
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი კიდევ დიდხანს გაგრძლედება და თუ უკრაინა დასავლეთისგან ბირთვულ იარაღს მიიღებს, პრევენციული დარტყმის განხორციელება გახდება საჭირო.
„ეს კონფლიქტი ძალიან დიდხანს, ალბათ ათწლეულების მანძილზე გაგრძელდება. ეს არის ახალი რეალობა, ცხოვრების ახალი პირობები. ვიდრე ასეთი მმართველი ძალა ეყოლებათ, იქნება მაგალითად სამი წლის მანძილზე ზავი, ორი წლის განმავლობაში კონფლიქტი და ყველაფერი ისევ ახლიდან განმეორდება. უნდა განადგურდეს ნაცისტური მმართველობა კიევში. საქმე თუ ბირთვულ იარაღს ეხება, საჭირო იქნება პრევენციული დარტყმის განხორციელება“, – აღნიშნა მედვედევმა.