
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გაერთიანებული სამეფოს მეფმ, ჩარლზ მესამემაც მიულოცა.
„მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს გადავცე გულთბილი მილოცვა თქვენი ქვეყნისთვის განსკაუთრებულ დღეს, როდესაც ის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მე მოუთმენლად ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის გულთბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენს წინაშე არსებულ ამ რთულ პერიოდში“, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მეფის მისალოც გზავნილში.