
შშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს შესაძლებლობა, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია.
„ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას შეუძლია და ამის სრული უფლება აქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. უკრაინას შეუძლია, გაათავისუფლოს როგორც ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა გასული წლის თებერვალში, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ წაართვა, ასევე – ყირიმი“, – განაცხადა მილერმა.