
ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, აქცია იმართება. მომიტინგეები მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვენ და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, კონსტიტუციური უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებენ, რაც პატიმრების შეწყალებას გულისხმობს.
აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსები, აქტივისტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები.