
კალიფორნიის შტატში ტრანსიდენტიფიცირებული მამრობითი სქესის სპორტსმენი მოსწავლე, რომელმაც 1600 მეტრ მანძილზე რბოლაში ქალებს შორის თავისი ქალი მეტოქეები დაამარცხა და მეორე ადგილის მფლობელი გახდა, შტატის ტურნირში იასპარეზებს. ქალების შეჯიბრში ბიოლოგიური მამრის გამარჯვების შედეგად, ქალ სპორტსმენებს შტატის ტიტულისთვის ბრძოლის ყველანაირი შანსი სამუდამოდ წაერთვათ.
Fox News-ის ცნობით, ათენა რაიანი, ბიოლოგიური მამრი, ქალებს შორის 1600 მეტრის მანძილზე გამართულ შეჯიბრში მეორე ადგილის მოპოვების შემდეგ, ასპარეზობას კალიფორნიის შტატის სასკოლათაშორისო ფედერაციის ჩემპიონატში გააგრძელებს.
როგორც გამოცემა Daily Mail-ი იტყობინება, რაიანი ქალების გუნდის სახელით გამოსვლამდე, სანამ იგი 2021 წელს ტრანზიციის შედეგად თავს ქალად გამოაცხადებდა, ვაჟების გუნდში ასპარეზობდა.
შეჯიბრში მეოთხე ადგილზე გასული ქალი სპორტსმენი ჯონსონი, რომელმაც ასპარეზობაში ტრანსიდენტიფიცირებული სპორტსმენის მონაწილეობის გამო, ჩემპიონატზე გასვლის შესაძლებლობა სამუდამოდ დაკარგა, დაჯილდოების ცერემონიის დროს საკუთარ უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა.
ქალთა სპორტის დამოუკიდებელმა საბჭომ (ICONS), რომელიც ტრანსიდენტიფიცირებული მამრების ქალების წინააღმდეგ ასპარეზობის აღსაკვეთად იბრძვის, სოციალურ ქსელ Twitter-ის გვერდზე უამრავი ვიდეო ატვირთა, სადაც ჩანს, თუ როგორი აშკარა უპირატესობით სარგებლობს ტრანსიდენტიფიცირებული მამრი თავის ქალ მეტოქეებთან მიმართებით.
ICONS-ის თანახმად, ცალკეული პირები, რომლებიც შეჯიბრის დასრულების შემდეგ სარბენ ტრასაზე ტრანსიდენტიფიცირებული მამრის მიერ უსამართლოდ მოპოვებული გამარჯვების გასაპროტესტებლად ჩავიდნენ, დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს. აღშფოთებულ ადამიანებს ხელში ეჭირათ ბანერები, წარწერით „დავიცვათ ქალების სპორტი“.
შეერთებული შტატების განათლების მინისტრი მიგელ კარდონა კრიტიკის დიდი ქარ-ცეცხლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც მან ქალების სპორტის დაცვას თავი ვერ გაართვა, ვერ უზრუნველყო რა ტრანსიდენტიფიცირებული პირების, ანუ, ბიოლოგიური მამრების, ქალების სპორტში ასპარეზობის აკრძალვა.
შეგახსენებთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კანონში ცვლილების შეტანის წინადადებით გამოვიდა, რომლის თანახმადაც ტრანსიდენტიფიცირებულ მამრ ათლეტებს ქალების წინააღმდეგ ასპარეზობის უფლება მიეცემათ.