
„რეალურად, პუტინმა თქვა ასეთი რამ, რომ გაუკვირდა იმ ადამიანების მხრიდან პროტესტი, რომლებიც თავად ითხოვდნენ ასეთ ნაბიჯს. ჩვენი მხრიდან პროტესტი არ იყო გამოხატული. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია ფრენების აღდგენა და ეს იყო ჩვენი პოზიცია. როდესაც პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ, ვინც ითხოვდა თავის დროზე ფრენების აღდგენას, უვიზო რეჟიმს, ის აპროტესტებს ამ ყველაფერს, როგორც ჩანს, გულისხმობდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ გვახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როცა ხელისუფლებაში იყო, აქტიურად ითხოვდა ფრენების აღდგენას, 2009 წელზე მაქვს საუბარი. ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს. ალბათ, მათ გულისხმობდა იმიტომ, რომ ჩვენ არ გაგვიპროტესტებია. მან თქვა, რომ გაუკვირდა მათი მხრიდან პროტესტი, ვინც ამას ითხოვდა – გააპროტესტა „ნაც.მოძრაობამ“. თავის დროზე, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ერთი წლის თავზე, სააკაშვილი აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ აღდგენილიყო პირდაპირი ფრენები და რუსებს დაეწესებინა უვიზო მიმოსვლა. რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე სააკაშვილმა ცალმხრივად გაუუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს. ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების ღია და ფარული მოლაპარაკებები, რაც მას ჰქონდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პუტინის ხელისუფლებასთან. რუსული ნაბიჯი იყო სააკაშვილის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის 20%-ის ჩაბარება. „ნაც.მოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიების 20%, ამაზე მეტი რუსული ნაბიჯი რა უნდა იყოს. ეს იყო „ნაც.მოძრაობის“ მიერ განხორციელებული ქმედება“, – განაცხადა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან.