
კრაინის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დანიამ უკრაინისთვის 133 მლნ დოლარის საინვესტიციო ფონდი შექმნა.
გავრცელებული ცნობებით, უკრაინისთვის შექმნილი სპეციალური საინვესტიციო ფონდი იმ პროექტებს დააფინანსებს, რომლებიც მოიცავს საუკეთესო დანიურ ტექნოლოგიებს. იგი ხელმისაწვდომი იქნება, როგორც საჯარო, ისე – კერძო სექტორისთვის.
აღსანიშნავია, რომ დანიის მთავრობა უკრაინის ფინანსური დახმარების პროგრამის გაფართოებას გეგმავს.