
რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის დრონები გაუშვეს, – ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ. მედიის ცნობით, თავდასხმა ბრიანსკისა და კრასნოდარის რეგიონებიდან იყო. ყველაზე მძიმე შეტევები კიევის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. თავის მხრივ, უკრაინულმა ფორმირებებმა დაარტყეს სამოქალაქო ობიექტებს რუსეთის საზღვარზე, მათ შორის ტვერის, პსკოვის, ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის რეგიონებში.