
რუსეთი მომავალ თვეში გერმანელი დიპლომატების, მასწავლებლებისა და კულტურის სფეროს დაწესებულებების თანამშრომლების გაძევებას იწყებს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა – „ცალმხრივ, გაუმართლებელ და გაუგებარ გადაწყვეტილებად“ შეაფასა. მედიის ინფორმაციით, გაძევება შეეხება გერმანიის რამდენიმე ასეულ სახელმწიფო მოხელეს, მათ შორის, გოეთეს ინსტიტუტის მასწავლებლებსა და პერსონალს. ცნობისთვის, რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიაში რუსული სადაზვერვო სამსახურების ყოფნა შეზღუდეს.