
ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას ირანისთვის 50 წლით დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მიმართა.
მედიის ინფორმაციით, კანონპროექტი ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტი უნდა შეწყდეს და აღიკვეთოს ირანული აქტივების უკრაინიდან გატანა.