
„ეს არის საბჭოთა კავშირის „ენკავედეს“ სტილი, როცა ე.წ. ტროიკების სასამართლოები, რასაც უნდა, ვისაც უნდა, აბრალებენ. მე არ მიკვირს საქართველოში რუსეთის ადმინისტრაციისგან ასეთი ქცევები. რა სისულელეა – რა გადატრიალება, რა აფეთქება, ეს არის, უბრალოდ, ბოდვა. ვის ავადმყოფურ თავში დაიბადა, არ ვიცი.
ეს არის სრული ბოდვა. ალბათ, ესენი თვითონ აპირებენ პროვოკაციების მოწყობას და ბრალს სდებენ მოსახლეობას. ამ მთავრობის ქცევიდან გამომდინარე ჩანს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავთ, ანტიდასავლური რიტორიკა და ანტიდასავლური ქმედებებია. როცა მთელი თავისუფალი სამყარო გამიჯნულია რუსეთისგან, რუსული აგრესიისგან, სამწუხაროდ, საქართველოში რუსეთის ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს, საქართველოში რუსული პოლიტიკა გაატაროს“, – განაცხადა მიხეილ ბატურინმა, რომელთან დაკავშირებითაც დღეს სუს-მა ინფორმაცია გაავრცელა.
სუს-ის მიერ ნახსენებ დანარჩენ ორ პირთან, გიორგი ლორთქიფანიძესთან და მამუკა მამულაშვილთან, დაკავშირებით კი იგი აცხადებს:
„გიორგი მამულაშვილთან ნაცნობობა არ მაკავშირებს. ერთხელ ვარ შეხვედრილი, ისიც შემთხვევით. ესეც, ალბათ, ერთი წლის წინ ან შეიძლება, მეტიც. გია ლორთქიფანიძეს – კი ბატონო, ვიცნობ, მაგრამ არანაირი ახლო ურთიერთობა არ მაქვს. ის წარმატებული ქართველია, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ მაქვს, უბრალოდ, ერთმანეთს ვიცნობთ“.