
პარლამენტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ,,ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი ინიცირებულია.
პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, აღუსრულებელი ჯარიმისგან თავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2023 წლის 1-ლ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება მოიპოვეს.
,,ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მთავრობამ მოამზადა.