
სალომე ზურაბიშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. მისივე თქმით, ის, საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.
„ბატონმა კახამ (კალაძე) მგონი თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება ჩემი ვიზიტებია ევროპაში. ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში ყოფილა ФСБ-ს თუ КГБ-ს აგენტი. კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი იმ უწყებებში, რომლებიც უნდა იძიებდნენ. მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს, დეტალურ გამოძიებას, ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა.
შევხვდი ამერიკის საელჩოს, რომ გამეგო მათი მხრიდან, რა მონაცემები არსებობდა და მგონი, კარგი იქნება, რომ უწყებებმა, რომლებიც აქ პასუხისმგებლები არიან, დროულად გაგვცენ პასუხები. მონაცემები და მტკიცებულებები არსებობს და არავინ სთხოვს აშშ-ს რომ კიდევ მეტი მტკიცებულებები მოგვაწოდონ, მგონი ყველაფერი ნათელია, აქ არის გამოძიება ჩასატარებელი და ის ანგარიშები გასაჩერებელი, ყველაფერი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ თავისი სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს, ქვეყანამ კი არა, ვინც პასუხისმგებელია ამაზე,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.