
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მიმდინარე წელს რუსეთის შიდა მთლიანი პროდუქტის ზრდა 2021 წლის დონეს დაუბრუნდა და თავდაპირველ პროგნოზებს გადააჭარბა. ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს.
პუტინის თქმით, ივლისს-აგვისტოში ასევე აღდგა რუსეთის ბიუჯეტის ნავთობ-გაზის მოპოვებიდან და გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი.
„შიდა მთლიანი პროდუქტის ზრდას 1,2%-ის დონეზე ვვარაუდობდით, მაგრამ ფაქტობრივად, მიმდინარე წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 2,5%-ის დონეზე შეიძლება გავიდეს, ან მეტი – 2,8%-ის. რუსული ეკონომიკის აღდგენის ეტაპი დასრულებულია, ჩვენ უპრეცედენტო გარე გავლენასა და ე. წ. არამეგობრული ქვეყნების მმართველი ელიტების სასანქციო შეტევას გავუძელით”, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.