
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ, ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკომისიას ჰქონდა დამატებით ოთხი მოთხოვნა, მათ შორის, 5 ივლისის აქციის ორგანიზატორების გამოვლენასთან და პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებული გამოძიების შედეგების შესახებ მათთვის ინფორმაციის მიწოდება:
„ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მანივალის რეკომენდაციების მიხედვით, დამტკიცდება ეროვნული რისკების შეფასების დოკუმენტი ფულის გათეთრების შესახებ; ასევე, მომზადდება ადამიანის უფლებათა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი; ასევე, ევროკომისიაში გაიგზავნება ინფორმაცია 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების გამოვლენასთან და პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ და გაგრძელდება როგორც საერთო, ისე დარგობრივი საკოორდინაციო შეხვედრების გამართვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ეს იყო ოთხი დამატებითი რეკომენდაცია, რომელიც წარმოგვიდგინა ევროკომისიამ და ოთხივეს სათანადოდ ვპასუხობთ“, – განაცხადა კობახიძემ.