
„ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზებას შიდაპოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ აპირებს ჩარევას საქართველოს შიდა საქმეში“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ, სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გარკვეული ჯგუფი, რომელიც უკრაინასთან არის დაკავშირებული, საქართველოში სახალხო არეულობას გეგმავდა.