
შენ მანდ რომ გადაჯექი, ხომ არ გგონია, ვერ მოგვწვდები?! – მიმართა პარლამენტის დღვანდელ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს. მანჯგალაძემ მმართველი გუნდი რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და ამ კონტექსტში „ხალხის ძალაც“ ახსენა.
ასევე ,,ხალხის ძალის” წევრმა, სოზარ სუბარმა, პაატა მანჯგალაძეს მიმართა რეპლიკით „თავით ფეხებამდე გამოხოხებული აგენტი ხარ“.
აღნიშნულის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი საკუთარი ადგილიდან მაჯგალაძესთან გადაჯდა და მათ შორის რამდენიმეწუთიანი საუბარი შედგა.