
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს მომავლისთვის იქნება გამოყენებული.
„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და აღნიშნული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ასეთი პლატფორმა უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოვაჩინოთ, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია იმ პროგრესზე, წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. შესაბამისად, მისი ვიზიტი და ის მაღალი დონის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ეს ყველაფერი გამოყენებული იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი მომავლისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.