
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შესახებ ტელეგრამში წერს:
„ერთხელ, ერთმა ჩემმა კოლეგამ მოძმე ქვეყნიდან მითხრა – „მე ხომ თქვენთვის უცხო ვარ, არ მიმიღებთო“. მე ის ვუპასუხე, რაც უნდა მეთქვა – „ბიოგრაფიის მიხედვით კი არა, ნაბიჯების მიხედვით შეგაფასებთ“. მერე მან ომი წააგო, მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, ადგილზე დარჩა. შემდეგ გადაწყვიტა, რუსეთისთვის დაებრალებინა თავისი უღიმღამო მარცხი. მერე თავისი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე უარი თქვა, შემდეგ NATO-სთან ფლირტი გადაწყვიტა, მისი ცოლი კი დემონსტრაციულად წავიდა ჩვენს მტერთან ფუნთუშებით. გამოიცანით, რა ბედი ელოდება მას…“ – წერს მედვედევი.