
რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, დელეგაციასთან ერთად ირანში ჩავიდა.
,,ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს რუსეთ-ირანის სამხედრო კავშირების განმტკიცებას და გახდება მნიშვნელოვანი ეტაპი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში”, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია მოლაპარაკებები ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ხელმძღვანელობასთან.