
The New York Times-ის ინფორმაციით, უკრაინაში ბოლო თვეების ყველაზე სისხლიანი თავდასხმა უკრაინული რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. საუბარია დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტანტინოვკაში მომხდარ აფეთქებაზე, რასაც ადგილობრივ მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.
გამოცემის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ 6 სექტემბერს, ქალაქში მდებარე ბაზარს, ბუკის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემიდან გაშვებული რაკეტა მოხვდა.
The New York Times-ის ჟურნალისტებმა სათვალთვალო კამერების ვიდეომასალიდან რაკეტის ფრენის ტრაექტორია შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მისი გაშვება უკრაინის არმიის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა.
შეგახსენებთ, 6 სექტემბერს დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში მდებარე ცენტრალურ სავაჭრო ბაზარზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 31 დაშავდა. კიევის ხელისუფლებამ და უშუალოდ პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, აღნიშნულ თავდასხმაში რუსული არმია დაადანაშაულა. ზელენსკი აცხადებდა, რომ რუსეთმა კონსტანტინოვკაზე საარტილერიო დარტყმა მიიტანა.