
ჩეხეთმა, დანიამ და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის აღჭურვილობისა და იარაღის სამომავლო მიწოდებასთან დაკავშირებით. დოკუმენტის მიხედვით, ჩეხეთი აწარმოებს და განაახლებს იარაღს, დანია და ნიდერლანდები კი ამისთვის ფულს გადაიხდის.
ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საუბარია ტანკების, ჰაუბიცების, იარაღის, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, ელექტრონული საომარი ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე.
შეთანხმების მიხედვით, უკრაინა აცნობებს ჩეხეთს რა სჭირდება მას, ჩეხური სამხედრო-სამრეწველო კომპანიები წარუდგენენ განაცხადებს თავდაცვის სამინისტროს ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ხოლო თავდაცვის სამინისტრო გადასცემს შეფასებებს დანიასა და ნიდერლანდებს.
ამავე შეთანხმებით, უკრაინა უახლოეს თვეებში მიიღებს 15 მოდერნიზებული T-72 ტანკს.