
„ამერიკის შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, უკრაინელების მხარდაჭერას გააგრძელებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის დაუფარავ აგრესიას ებრძვის და არ დაუშვებს უკრაინის დანაწევრებას და სხვა ქვეყნის უსაფრთხოების შელახვას,“ – აღნიშნული განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა.
„რუსეთი ფიქრობს, რომ მსოფლიო დაიღლება და მისცემს მას საშუალებას იძალადოს უკრაინაზე და არ აგოს ამაზე პასუხი. მაგრამ მე დაგისვამთ შეკითხვას: თუ ჩვენ უარს ვიტყვით გაერო-ს ძირითად პრინციპებზე, რათა დავაწყნაროთ აგრესორი, შეუძლია თუ არა ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ის დაცულია? თუ მივცემთ მას უკრაინის დანაწევრების ნებას, იქნება თუ არა ნებისმიერი ერის დამოუკიდებლობა უსაფრთხო?” – განაცხადა ბაიდენმა.